ლუკა იმნაძე აზერბაიჯანში ითამაშებს
ლუკა იმნაძე აზერბაიჯანში ითამაშებს

აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბმა „საბაილმა“ ახალი ლეგიონერი დაიმატა – ბაქოს კლუბის ოფიციალური გვერდიც ცნობით, კონტრაქტი „სამტრედიას“ 23 წლის შემტევ ნახევარმცველთან, ლუკა იმნაძესთან გააფორმეს.

„საფეხბურთო კლუბმა „საბაილმა“ შემადგენლობა ახალი ფეხბურთელით გააძლიერა. კლუბმა სეზონის ბოლომდე ხელშეკრულება გააფორმა ლუკა იმნაძესთან, რომლმაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში 4 თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა“, – წერია „საბაილის“ ოფიციალურ გვერდზე.

23 წლის ლუკა იმნაძემ კარიერა „მარკ სტარსში“ დაიწყო, ითამაშა ლანჩხუთის „გურიაში“, „საბურთალოში“, ფოთის „კოლხეთში“, „რუსთავში“, 2020 წლის სეზონი კი „სამტრედიაში“ გაატარა.

მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, იმნაძე ბაქოური კლუბის პირველი ახალწვეული გახდა. აზერბაიჯანში ასევე თამაშობენ დავით ვოლკოვი და მერაბ გიგაური.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში საშემოდგომო ეტაპზე ჩატარებული 12 ტურის შემდეგ „საბაილმა“ 13 ქულა დააგროვა და 8-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.