ლუკა გუგეშაშვილმა „გიოზთეფეში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა #1TVSPORT
ლუკა გუგეშაშვილმა თურქეთის სუპერლიგის „გიოზთეფეში“ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა „სამსუნსპორთან“ – შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.
სადებიუტო მატჩი ახალ გუნდში გადასული ქართველი მეკარისთვის სერიოზული გამოცდა გამოდგა. მასპინძლებმა ორი პენალტი მოიპოვეს და ორივე მარიუსმა შეასრულა – 30-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 58-ეზე კი ბურთი ძელს მოარტყა.
65-ე წუთზე „გიოზთეფე“ ბექიროღლუმ დააწინაურა, მაგრამ 90-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობა მაინც აღადგინეს და თურქეთის სუპერლიგის ახალ სეზონში გუნდებმა პირველი ქულები მოიპოვეს.
პირველი ტურის მატჩი ჩაატარა საბა ხარებაშვილის „ბაშაქშეჰირმა“, რომელმაც შინ „ქოჯაელისფორი“ 2:0 დაამარცხა. 17 წლის ქართველი მცველი განაცხადში არ იყო – ხარებაშვილმა 16 ივლისს უნგრულ „პუშკაშ აკადემიასთან“ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და მას შემდეგ ახალ გუნდში აღარ უთამაშია.