ლუკა გუგეშაშვილმა „გიოზთეფეს“ გულშემატკივრებს მიმართა #1TVSPORT
„ერთმანეთს აუცილებლად შევხდებით“, – ასე გამოეხმაურა ლუკა გუგეშაშვილი თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მომხდარს, როდესაც თურქეთის სუპერლიგაში „გიოზთეფეს“ გულშემატკივრებმა მისი თამაშით უკმაყოფილება გამოხატეს.
„მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც ბოლომდე იბრძვის. არის მომენტები, როდესაც ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვსურს. ფეხბურთში არის კარგი და ცუდი დღეები, თუმცა ჩემს ხასიათსა და შრომას ეჭქვეშ ვერავინ დააყენებს, გუნდის წარმატებისთვის ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვი.
მათთვის კი, ვინც კლავიატურის უკან იმალება და იქიდან საუბრობს, მხოლოდ ერთი რამ მაქვს სათქმელი: ცხოვრება გრძელია, სამყარო კი – პატარა, ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს ქუჩაში ან სხვაგან“, – დაწერა გუგეშაშვილმა.
თურქეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში ლუკა გუგეშაშვილს „გიოზთეფეს“ გულშემატკივრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს მას შემდეგ, რაც მათი გუნდი „გაზიანთეფთან“ საშინაო მატჩის პირველი 10 წუთის შემდეგ 0:2-ს აგებდა, ხოლო როდესაც ანგარიში 0:4 გახდა, მათი რისხვის ობიექტი უკვე მთელი გუნდი გახდა.
ადგილორბრივი გულშემატკივრები სტვენით ხვდებოდნენ ყველა მომენტს, როდესაც ბურთს ქართველი მეკარე ეხებოდა. ფანები არდას სახელს გაიძახოდნენ და კარში არდა იოზჯიმენის ჩაყენებას მოითხოვდნენ, რომელიც ამ კლუბის აკადემიის აღზრდილია.
პირველი ტაიმის შემდეგ „გიოზთეფეს“ მწვრთნელმა, სტანიმირ სტოილოვმა გუგეშაშვილი არდა ოზჯიმენით შეცვალა.