ლუკა გუგეშაშვილი „გრანადაში“ ჩაირიცხა
ლუკა გუგეშაშვილი „გრანადაში“ ჩაირიცხა
ლუკა გუგეშაშვილი კარიერას ესპანურ „გრანადაში“ გააგრძელებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და გორის „დილას“ მეკარე ესპანეთის რანგით მეორე ლიგის გუნდში ჩაირიცხა.
 
გორის „დილას“ მეკარის შესაძლო ტრანსფერებზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა – ერთ-ერთის თანახმად, ლუკას ინგლისური „ბლექბერნი“ იწვევდა, თუმცა საბოლოოდ გუგეშაშვილმა ესპანეთში თამაში ამჯობინა.
19 წლის ქართველი მეკარის ტრანსფერი პოლონურ „იაგელონიას“ ეკუთვნის, გორელთა შემადგენლობაში კი 2018 წლიდან იჯარის წესით თამაშობდა და გუნდის ფორმით 34 შეხვედრა ჩაატარა.
გუგეშაშვილი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, ამჟამად კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარეა და ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.