ლუკა გაგნიძე მოედანს დაუბრუნდა #1TVSPORT
ლუკა გაგნიძე მოედანს დაუბრუნდა #1TVSPORT

ლუკა გაგნიძემ ვარჯიში საერთო ჯგუფში განაახლა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ ნახევარმცველზე ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

გამოცემის ცნობით, 19 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ ვარჯიში საერთო ჯგუფში განაახლა. მაგრამ ამავდროულად, შემდეგი ტურის შეხვედრაში (რომელიც 29 ოქტომბერს გაიმართება) ქართველი ფეხბურთელის მოედანზე გამოჩენის ალბათობა მცირეა.

ლუკა გაგნიძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში სექტემბრის მატჩების დროს გამოიძახეს და თურქებთან დაპირისპირებისას დაშავდა. სტამბოლის „რეჯეფ თაიფ ერდოღანი – არენაზე“ 27 სექტემბერს გამართულ ამხანაგურ მატჩში მეტოქის უხეშობის შედეგად, 19 წლის ფეხბურთელი 69-ე წუთზე შესაცვლელი გახდა და მას შემდეგ მკურნალობდა.

ლუკა გაგნიძეს კუნთის ტრავმა დაუდგინდა და გამოსაჯანმრთელებლად ერთი თვე დასჭირდა. მიმდინარე სეზონში 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.