ლუკა გაგნიძე „გრანადაში“ 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს - ესპანურმა კლუბმა ახალწვეულები წარადგინა #1TVSPORT
ლუკა გაგნიძე „გრანადაში“ 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს - ესპანურმა კლუბმა ახალწვეულები წარადგინა #1TVSPORT

„გრანადამ“ ლუკა გაგნიძე და მასთან ერთად კიდევ სამი ახალწვეული წარადგინა – ინფორმაცია ესპანეთის ლა ლიგა 2-ის კლუბმა გამოაქვეყნა.

„ლოს კარმენესის“ სტადიონზე პრეზენტაციისას ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ანდალუსიურ გუნდში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ლუკა გაგნიძე „გრანადის“ ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გახდა. ესპანური კლუბი ქართველი მოთამაშის ტრანსფერის მფლობელ მოსკოვის „დინამოს“ ბოლო მომენტში შეუთანხმდა – გაგნიძე „გრანადაში“ სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

ლუკა გაგნიძე „დინამო თბილისის“ აღზრდილია. მოსკოვის „დინამოში“ 2021 წელს ჩაირიცხა, იჯარით თამაშობდა „რაკოვში“ (პოლონეთი), „ურალში“ და სამარის „კრილია სოვეტოვში“.