ლუკა გადრანმა ისრაელში ტოტოს თასზე გაიტანა #1TVSPORT

00:14, 18.08.2026

ლუკა გადრანმა ისრაელში ტოტოს თასის გათამაშებაში გაიტანა და იერუსალიმის „ბეითარსრამათ განის „ჰაპოელის“ დამარცხებაში დაეხმარა (3:3, 4:5 პენალტების სერიაში).

თამაში დაძაბული გამოდგა და ძირითადი დრო 3:3 დასრულდა. „ბეითარმა“ ანგარიში 90+5-ე წუთზე გაათანაბრა, დარჩენილ მცირე დროში პენალტიც მოიპოვა, მაგრამ ვერ გაიტანა.

საქართველოს ნაკრების მცველი იერუსალიმის გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა, 64-ე წუთზე კი შეცვალეს.

მსგავსი