ქართველი ცენტრალური მცველი, ლუკა გადრანი ტრავმის შემდეგ „ქაირათის“ შემადგენლობაში დაბრუნდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ალმათის „ქაირათის“ ცენტრალურმა მცველმა, ლუკა გადრანმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. 28 წლის ქართველ ლეგიონერს ტრავმის გამო 2024 წლის შემოდგომიდან არ უთამაშია“, – წერია გუნდის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
გადრანი „ქაირათში“ 2024 წლიდან თამაშობს. მან ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლუკა გადრანი ყაზახეთის პრემიერლიგაში 2022 წლიდან თამაშობს. ჯერ „თარაზში“ გამოდიოდა, შემდეგ იყო „აქტობსა“ და „ქაირათის“ ღირსებას იცავდა. ყაზახური კლუბების შემადგენლობაში სულ 71 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.