ლუკა გადრანი სასტარტოში დაბრუნდა - იმნაძემ ისევ გაიტანა #1TVSPORT
ლუკა გადრანი სასტარტოში დაბრუნდა - იმნაძემ ისევ გაიტანა #1TVSPORT

ლუკა გადრანმა ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა სრული მატჩი ალმათის „ქაირათში“, რომელმაც ყაზახეთის ჩემპიონატში „ულიტაუს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ალმათელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ჩაატარა გიორგი ზარიამ, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში ბექა ვაჩიბერაძემ და ფირუზ მარაქველიძემ ითამაშეს.

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში ანდრეი დემჩენკოს „ჟენისმა“ სტუმრად ლიდერთა ჯგუფში მყოფი „აქტობე“ 2:0 დაამარცხა. სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა ზურაბ თევზაძემ, ხოლო ელგუჯა ლობჯანიძე მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა.

ლუკა იმნაძის „ორდაბასი“ შინ „ატირაუსთან“ ქულას დასჯერდა – 2:2. პირველი ტაიმის შემდეგ შიმკენტის გუნდი 2:0 იგებდა. მეორე გოლი 26-ე წუთზე იმნაძემ გაიტანა, რომელიც 66-ე წუთზე შეცვალეს. ლუკამ თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა

„ტობოლმა“ გასვლაზე 2:0 დაამარცხა „კიზილჟარი“ – სტუმართა შორის ცოტნე მოსიაშვილი 74-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.