ლუკა გადრანი - მოედანს დიდი მოტივაციით დავუბრუნდი, იმედია, „ქაირათში“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშებ #1TVSPORT
ლუკა გადრანი - მოედანს დიდი მოტივაციით დავუბრუნდი, იმედია, „ქაირათში“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშებ #1TVSPORT

ლუკა გადრანი, რომელიც ვილი სანიოლს სანაკრებო სიაში ჰყავდა და შარშან შეკრებაზე გამოძახა, ალმათის „ქაირათს“ 10-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, რასაც სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„მოედანზე 10 თვის შემდეგ დავბრუნდი. უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ამ რთულ პერიოდში მხარს მიჭერდა. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, – წერს ლუკა გადრანი.

28 წლის ფეხბურთელმა მოკლე კომენტარი საქართველოს პირველ არხთანაც გააკეთა: „ფსიქოლოგიურად ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ ასეთი რამ თითქმის ყველა ფეხბურთელის კარიერაში ხდება. მოედანს დიდი მოტივაციით დავუბრუნდი. იმედია, ტრავმები აღარ შემაწუხებს და „ქაირათში“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ვითამაშებ“.

ლუკა გადრანი „ქაისართან“ ყაზახეთის პრემიერლიგის საშინაო შეხვედრაში მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.