ლუკა გადრანი ისრაელში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

23:52, 26.10.2026

ისრაელის ჩემპიონატში ლუკა გადრანმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და იერუსალიმის „ბეითარს“ სტუმრად ფეთაჰ ​თიკვას „ჰაპოელთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 1:0.

ლიგა ტ’ჰაალის მე-8 ტურის მატჩში ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, დაცვაში საიმედო იყო, თანაგუნდელებს შეტევებშიც ეხმარებოდა და ძალიან კარგი შეფასება მიიღო – 8.6 ქულა. შედეგად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ისრაელის ჩემპიონატში გამართული რვა ტურის შემდეგ იერუსალიმის „ბეითარმა“ 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის ხუთეულშია.

მსგავსი