ლუკა გადრანი ისრაელის საფეხბურთო ლიგის საუკეთესო მცველთა შორის მოხვდა #1TVSPORT
ლუკა გადრანი ისრაელის საფეხბურთო ლიგის საუკეთესო მცველთა შორის მოხვდა #1TVSPORT

ლუკა გადრანს ისრაელის ჩემპიონატის მცველებს შორის საუკეთესო რეიტინგი აქვს – ასეთია საერთაშორისო ანალიტიკურ-სტატისტიკური პორტალის, Sofascore-ს შეფასება.

იერუსალიმის „ბეითარის“ ქართველი მცველის საშუალო რეიტინგი 7.20 ქულაა და მცირედით ასწრებს „ბეერ-შევასა“ და ისრაელის ნაკრების უკანახაზელებს – ოლ ბლორიანსა (7.19) და მატან ბალტასას (7.11).

გადრანი ზუსტი გადაცემების პროცენტული მაჩვენებლითაც ლიდერობს – 28 წლის მცველის გადაცემების საშუალო სიზუსტე 91%-ია.

ლუკა გადრანი იერუსალიმის „ბეითარში“ ალმათის „ქაირათიდან“ ზაფხულში გადავიდა. მას შემდეგ ახალ გუნდში 10 თამაში ჩაატარა და ამ შეხვედრებში „ბეითარი“ არ დამარცხებულა.