ლუკა გადრანი ისრაელის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მცველად აღიარეს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლუკა გადრანი ისრაელის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს – იერუსალიმის „ბეითარის“ მოთამაშეს საპატიო ჯილდო ყოველწლიურ ცერემონიაზე გადასცეს.
„სეზონის საუკეთესოთა დაჯილდოებაზე ორი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გაირკვა. სეზონის საუკეთესო უცხოელი მოთამაშის ჯილდო ბეერ შევას „ჰაპოელის“ ნახევარმცველმა, ლუკას ვენტურამ მოიპოვა, სეზონის საუკეთესო მცველად კი იერუსალიმის „ბეითარის“ წარმომადგენელი ლუკა გადრანი დასახელდა“, – წერს გამოცემა ONE.
სეზონის საუკეთესოების დაჯილდოების ცერემონია ისრაელის ფეხბურთელთა პროფესიული ასოციაციისა და გამოცემა ONE-ს თანამშრომლობით იყო ორგანიზებული.