ლუკა გადრანი და გიორგი ზარია ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებენ - „კაირატმა“ „სელტიკი“ პენალტების სერიაში დაამარცხა #1TVSPORT
ლუკა გადრანისა და გიორგი ზარიას ალმათის „ქაირათმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „სელტიკი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და, ისტორიაში პირველად, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ძირითად ეტაპზე ითამაშებს.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა გლაზგოში 0:0 დასრულდა, ამან ალმათიში საპასუხო შეხვედრას ინტრიგა შემატა. გასულ სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველმა, გიორგი ზარიამ თამაში ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო გადრანი სათადარიგოთა შორის იყო.
მატჩი დაძაბული, მაგრამ ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდი ფრთხილად თამაშობდა და ძირითადი დრო ამჯერადაც 0:0 დასრულდა. გამარჯვებული ვერც დამატებით ტაიმებში გამოვლინდა, პენალტების სერია კი უკეთ „ქაირათის“ ფეხბურთელებმა შეასრულეს – 3:2. ალმათელთა 21 წლის მეკარემ, თემირლან ანარბეკოვმა სამი პენალტი მოიგერია და მატჩის გმირი გახდა.