ლუკა დონჩიჩმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა - 41 ქულიანი სამმაგი დუბლი „დეტროიტთან" მოგებულ მატჩში (ვიდეო)
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონი გრძელდება. რიგით მე-17 შეხვედრა მოიგო „დალასმა“.
„მავერიკსმა“ მეხიკოში გამართული შეხვედრა „დეტროიტთან“ 111-122 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის სატურინირო ცხრილში მხოლოდ ლოს ანჯელეს „ლეიკერსსა“ და „კლიპერსს“ ჩამორჩება.
ფენომენალურ თამაშს განარგძობს ლუკა დონჩიჩი. ახალგაზრდა სლოვენიელმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა. ამჯერად, მან საკუთარ გუნდს 41 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასი შესძინა. შეგახსენებთ, რომ ლუკასთვის ეს მიმდინარე სეზონზე უკვე მე-8 სამმაგი დუბლია.
ბოსტონი – ფილადელფია 109-115
სან ანტონიო – კლივლენდი 109-117 (ოვერტაიმი)
დენვერი – პორტლენდი 114-99