ლუკა დონჩიჩმა კარიერაში პირველი გაძევება დაიმსახურა (ვიდეო)

„დალას მავერქისის“ დებიუტანტი ლუკა დონჩიჩი „ინდიანასთან“ მატჩში კარიერაში პირველად გააძევეს მოედნიდან. მესამე მეოთხედში მან მეორე ტექნიკური ჯარიმა მიიღო იმის გამო, რომ ბურთს ფეხი დაარტყა და ტრიბუნებზე გაუშვა.

„ცუდად ვითამაშე. ეჭვგარეშეა, ეს იყო მიმდინარე სეზონში ჩემი ყველაზე ცუდი მატჩი. რაც შეეხება გაძევების ეპიზოდს, უბრალოდ გადავწყვიტე ცოტა ფეხბურთი მეთამაშა. არ ვიცოდი, ამისთვის NBA-ში ტექნიკური ჯარიმა თუ იყო. ევროპაში სხვა წესებია“, – განუცხადა ESPN-ს დონჩიჩმა.

სლოვენიელმა აღნიშნულ შეხვედრაში რვა ქულა დააგროვა.