ლუკა დონჩიჩის სამმაგი დუბლით „დალასი“ „კლიპერსთან“ სერიაში დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
ლუკა დონჩიჩის სამმაგი დუბლით „დალასი“ „კლიპერსთან“ სერიაში დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

„დალას მავერიქსმა“ ლუკა დონჩიჩის სამმაგი დუბლის წყალობით 113:103 დაამარცხა სტუმრად „კლიპერსი“ და სერიაში ანგარიში გახსნა. სლოვენიელმა ვარსკვლავმა შეხვედრა 31 ქულით, 10 მოხსნით და 11 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

პირველი სამი მეოთხედი თითქმის სულ წინ „დალასი“ იყო, მაგრამ მეოთხე მეოთხედში ლიდერი რვაჯერ შეიცვალა. ყველაფერი მაშინ გადაწყდა, როცა 100:100-ზე „მავერიქსი“ 9:2 გაიქცა.

დონჩიჩს კარგად აუბეს მხარი პარტნიორებმა: დორიან ფინი-სმიტმა და ტიმ ჰარდუეიმ ერთად 16-დან 9 სამქულიანი ჩააგდეს, სათადარიგო ჯეილენ ბრანსონმა კი 15 ქულა მიითვალა.

„კლიპერსს“ არ წაუვიდა სამქულიანები – 40-დან მხოლოდ 11 ჩააგდო და ზედიზედ ააცილა ბოლო შვიდი შორეული ტყორცნა. ექვსიდან ექვსი აცილებული სამქულიანი ჰქონდა მარკუს მორისს. კავაი ლეონარდმა 26 ქულა დააგროვა, პოლ ჯორჯმა – 23, მაგრამ ამ დუეტმა ერთად 14-დან მხოლო 3 სამქულიანი მოათავსა კალათში.

 

კლიპერსი-დალასი 103:113 (30:33, 25:27, 25:26, 23:27)

: ლეონარდი (26+10 მოხსნა), ჯორჯი (23), ბევერლი (10), ზუბაცი (8), მარკუს მორისი (4) – სასტარტო; ბატუმი (11+7 მოხსნა), რონდო (11), იბაკა (8), ჯექსონი (2), მენი (0).

: დონჩიჩი (31+10 მოხსნა+11 პასი), ჰარდუეი (21), ფინი-სმიტი (18), პორზინგისი (14), კლებერი (6+9 მოხსნა) – სასტარტო; ბრანსონი (15), რიჩარდსონი (8), პაუელი (0), მელი (0), კოული-სტაინი (0).

სერია: 0-1