ლუკა დონჩიჩის მორიგი რეკორდი - სამმაგი დუბლი „სან ანტონიოსთან“ მოგებულ მატჩში (ვიდეო)

ლუკა დონჩიჩი ფენომენალურ სეზონს ატარებს. ახალგაზრდა სლოვენიელმა „სან ანტონიოსთან“ 26 ქულით, 10 მოხსნითა და 14 პასით, რიგით 21-ე სამმაგი დუბლი შეასრულა და ამ მაჩვენებლით „დალასში“ ჯეისონ კიდის რეკორდი გაიმეორა.

მატჩი „მავერიკსის“ გამარჯვებით 103-109 დასრულდა. 59 ჩატარებული თამაშის შემდეგ, 36 მოგებით და 23 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. „სან ანტონიოს” 24 გამარჯვება და 33 წაგება აქვს და მე-11 პოზიციაზეა.