სლოვენიაში სერიოზული სკანალი აგორდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავური ახალბედას, სლოვენიელი ლუკა დონჩიჩის ოჯახის გარშემო. “დალას მავერიქსის” მცველის მამამ საშა დონჩიჩმა სერბ და ამერიკელ აგენტებთან -სლავკო დიურიჩთან და ჩარლზ ბრისკოსთან ერთად თაღლითობას მიმართა, რათა ამ სამეულს კალათბურთელის აგენტების როლი მიეღო.
ივლისის ბოლოს, ლუკა დონჩიჩს დაურეკეს მისმა რეალურლმა აგენტმა ბილ დაფიმ და NBA-ის იურისტმა კირკ ბერგერმა. ისინი ითხოვდნენ იმ კონტრაქტის დეტალებში გარკვევას, რომლის მიხედვითაც, დონჩიჩის ინტერესებს ბრისკო წარმოადგენდა. აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებაზე კალათბურთელის ზელმოწერა გაყალბებული იყო, -იტყობინება RTVslo.
ლუკა დონჩიჩის დედამ მირიამ პოტერბინმა, რომელიც კალათბურთელის მამასთან განქორწინებულია, განცხადა, რომ ბრისკოს ამერიკაში ტელეფონით დაუკავშირდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც ლუკას მამის ძმად წარუდგინა თავი. მან დაიყოლია ბრისკო მაისში ევროპაში ჩასვლაზე და ორგანიზება გაუკეთა შეხვედრას ადამიანებთან, რომლებმაც ლუკა დონჩიჩის მშობლებად გაასაღეს თავი. ქალის თქმით, მას არ მიუღია მონაწილეობა მსგავს გარიგებაში, მაგრამ არ გამორიცხა, რომ ეს შეიძლებოდა გაეკეთებინა მის ყოფილ ქმარს. სხვათა შორის, მირიამ პოტერბინმა უკვე შეიტანა განცხადება ლიუბლიანას პოლიციაში.
17 აგვისტოს კი ცნობილი გახდა ამ საქმის ახალი დეტალები. სლოვენიის ეროვნულმა ტელევიზიამ წარმოადგინა ჩანაწერი, რომელშიც ლუკა დონჩიჩის მამა აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს რაც შეუძლია, რათა თავის ვაჟთან თანამშრომლობას ჩამოაცილოს მის რეალური აგენტი ბილ დაფი. როცა ეს ჩანაწერი გასაჯაროვდა, საშა დონჩიჩმა თავის მართლება სცადა, იმ დროს, როცა დიურიჩმა აღიარა, რომ მართლაც მოინდომა ლუკა დონჩიჩის გადაბირება, მაგრამ, ამასთან, კანონი არ დაურღვევია.
დიდი ალბათობით, უფროს დონჩიჩსა და დიურიჩს მალე სასამართლო გარჩევა ელოდებათ.