ლუკა დონჩიჩის აზრით, ყველა ვარსკვლავის მატჩში ძირითად ხუთეულში დაწყებას მასზე მეტად დემიენ ლილარდი იმსახურებდა

15:37, 22.02.2021

ზედიზედ მეორედ ლუკა დონჩიჩი ყველა ვარსკვლავის მატჩს ძირითად ხუთეულში დაიწყებს. ახალგაზრდა სლოვენიელი ტალანტისთვის ძირითად ხუთეულში არჩევა მოულოდნელი იყო. დონჩიჩის განცხადებით, მასზე მეტად ამ პოზიციას დემიენ ლილარდი იმსახურებს. ამის შესახებ ლუკამ სოციალურ ქსელში განაცხადა.

https://twitter.com/espn_macmahon/status/1363248591238758401

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონზე ლუკა დონჩიჩი მატჩში საშუალოდ 29.1 ქულას, 9.4 პასსა და 8.6 მოხსნას აგროვებს. რაც შეეხება ლილარდს, „პორტლენდის“ ლიდერი საკუთარი გუნდის წარმატებაში მთავარ როლს ასრულებს, რადგან სი ჯეი მაკკალუმსა და იუსუფ ნურკიჩს უკვე დიდი ხანია ტრავმები აქვთ. დემიენი მატჩში საშუალოდ 29.8 ქულას, 7.7 პასსა და 4.4 მოხსნას აგროვებს.

მსგავსი