ლუკა დონჩიჩის 35 ქულით სლოვენიამ ბელგია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ლუკა დონჩიჩის 35 ქულით სლოვენიამ ბელგია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

სლოვენია ევრობასკეტი 2022-ის მეორე მეოთხედფინალისტი გახდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა სერიოზული წინააღმდეგობა მიიღო ბელგიის ნაკრებისგან, მაგრამ მაინც კომფორტული უპირატესობით გაიმარჯვა – 88:72.

ბელგია ერთადერთხელ დაწინაურდა შეხვედრაში – მეოთხე მეოთხედის სტარტიდან ერთ წუთში. ამის შემდეგ, ცოტა ხანი თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ 65:65-დან სლოვენიამ 17:0 გაქცევა მოაწყო, ბელგიამ კი ხუთი წუთი ქულა ვერ აიღო.

სლოვენიელთა რიგებში ისევ ლუკა დონჩიჩი იყო საუკეთესო – მან 35 წუთში 35 ქულა, ხუთი მოხსნა, ხუთი პასი და ოთხი ჩაჭრა დააგროვა.

მეოთხედფინალში სლოვენიის ნაკრები უკრაინასა და პოლონეთს შორის მოგებულს შეხვდება.

 

სლოვენია-ბელგია        88:72

24:19, 20:22, 19:19, 25:12

: დონჩიჩი (35), ტობი (12), გ. დრაგიჩი (11), ჩანჩარი (8+7 მოხსნა), ბლაჟიჩი (3) – სასტარტო; პრეპელიჩი (13), ზ. დრაგიჩი (6), ნიკოლიჩი (0), სამარი (0), მურიჩი (0), დიმეცი (0).

: ლეკომტი (16), ჟიიე (15+10 მოხსნა), მვემა (7), ობასოჰანი (3), ბაკო (2) – სასტარტო; ტაბუ (9), ლიბერი (6), ვანვეინი (6), დე ზეუვი (6), ტუმბა (2), ბლეიენბერგი (0), ბრატანოვიჩი (0).