ლუკა დონჩიჩი თვის საუკეთესო ახალწვეულია
ლუკა დონჩიჩი თვის საუკეთესო ახალწვეულია

სლოვენიელი კალათბურთელი ლუკა დონჩიჩი, რომელიც NBA-ში დალას „მავერიკსის“ შემადგენლობაში პირველ სეზონს ატარებს, აღმოსავლეთ კონფერენციის თვის საუკეთესო ახალბედა მოთამაშედ დასახელდა.

დონჩიჩი NBA-ში გატარებული ორთვიანი პერიოდის მანძილზე, საშუალოდ 18.5 ქულას, 6.5 მოხსნასა და 4.3 პასს აგროვებს.