ლუკა დონჩიჩი შეუჩერებელია - 41 ქულა „ჰიუსტონთან“ მოგებულ მატჩში (ვიდეო)

საკალათბურთო სამყაროს ახალი ტოპმოთამაშე შეემატა. სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მეორე სეზონს ატარებს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისთვის ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. 20 წლის სლოვენიელმა მიმდინარე სეზონზე რამდენიმე რეკორდის დამყარებაც უკვე მოასწრო. დღეს, კი მან „დალასს“ სტუმრად „ჰიუსტონთა“” მოაგებინა.

„მავერიკსმა“ „ტოიოტა ცენტრში“ „როკეთსი“ 123-137 დაამარცხა და რეგულარულში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა.

დონჩიჩიმა მოედანზე 34:26 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 41 ქულა 6 მოხსნა, 10 პასი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა. რა თქმა უნდა, ის ამ შედეგით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

ტიმ ჰარდევეიმ შეხვედრა 31 ქულით დაასრულა. 23 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა კრისტაპს პორზინგისმა. მაიკ დეანტონის გუნდის რიგებში კი ყველაზე შედეგიანი 32 ქულითა და 11 პასით ჯეიმს ჰარდენი გამოდგა. რას ვესტბრუკის ანგარიშზე 27 ქულაა. 21 ქულითა და 22 მოხსნით კლინტ კაპელასაც ორმაგი დუბლი ჰქონდა.

ნიუ იორკი – ბრუკლინი 101-103

ვაშინგტონი – საკრამენტო 106-113

დენვერი – ფინიქსი 116-104

კლიპერსი – ნიუ ორლეანი 134-109