ლუკა დონჩიჩი ქურდობის მსხვერპლი გახდა #1TVSPORT
ლუკა დონჩიჩი ქურდობის მსხვერპლი გახდა #1TVSPORT

„დალას მავერიქსის“ ლიდერის ლუკა დონჩიჩის სახლი გაქურდეს. ინციდენტი დალასში მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, ქურდობის მომენტში სახლში არავინ იმყოფებოდა. სლოვენიელი კალათბურთელის გარემოცვიდან არავინ დაზარალებულა.

დონჩიჩის მენეჯერმა ლარა ბეტ სიგერმა ამასთან დაკავშირებით მოკლე განცხადება გააკეთა: „ქურდობის მომენტში სახლში არავინ იყო, და, საბედნიეროდ, ლუკა დონჩიჩი და მისი ოჯახი უსაფრთხოდ არიან. დონჩიჩმა პოლიციას განცხადებით მიმართა და დღეისთვის გამოძიება მიმდინარეობს“.

ლუკა დონჩიჩს რთული პერიოდი აქვს. ამ კვირას მან კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც, დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს.