ლუკა დონჩიჩი ოლიმპიადაზეც შეუჩერებელია - 48 ქულა არგენტინასთან #1TVSPORT
საინტერესოდ დასრულდა ტოკიოს ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირის მეორე დღე – წინა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი არგენტინა დიდი სხვაობით დამარცხდა სლოვენიასთან. უფრო სწორად, ლუკა დონჩიჩთან, რომლის შემჩერებელი სამხრეთამერიკელთაგან ვერავინ აღმოჩნდა.
სლოვენიამ საბოლოოდ 118:100 მოიგო, დონჩიჩმა კი 48 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 48 ქულა მეორე მაჩვენებელია ოლიმპიადების ისტორიაში. სწორედ ამდენი ჩააგდო ავსტრალიალმა ედი პალუბინსკასმა 1976 წლის ოლიმპიადაზე. საუკეთესო მაჩვენებელი კი 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრაზილიელმა ოსკარ შმიდტმა დააფიქსირა – ერთ მატჩში 55 ქულა.

ესპანეთის ნაკრები ოლიმპიადაზე გამოცდილი შემადგენლობითაა ჩასული. თამაშობენ ძმები გასოლები, რიკი რუბიო… ასეთ ვარსკვლავურ გუნდთან მასპინძელ იაპონიას გამარჯვება რომ გაუჭირდებოდა წინასწარ ცხადი იყო. შედეგი ლოგიკური დაფიქსირდა – 88:77.
გამარჯვებულთაგან ყველაზე მეტი, 20 ქულა რიკი რუბიომ ჩააგდო, ამდენივე ჰქონდა იაპონელ ჰაჩიმურას.
იაპონია-ესპანეთი 77:88
სლოვენია-არგენტინა 118:100