ლუკა დონჩიჩი NBA-ს რეგულარულის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს #1TVSPORT
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ გამთამაშებელმა, ლუკა დონჩიჩმა სერიოზული ტრავმა მიიღო „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ მატჩში და ხანგრძლივი დროით გამოვიდა მწყობრიდან. სლოვენიელ კალათბურთელს ბარძაყი აქვს დაზიანებული და რეგულარული სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს. რაც შეეხება პლეიოფში გამოსვლის პერსპექტივას, რომელიც აპრილის შუა რიცხვებში დაიწყება, დონჩიჩის სტატუსი უცნობია.
ESPN-ის ინსაიდერის, შემს ჩარანიას მონაცემებით, დონჩიჩს ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული. ჩვეულებრივ, ასეთი ტრავმის შემდეგ აღდგენაზე სამიდან ექვს კვირამდე პერიოდია საჭირო.