ლუკა დონჩიჩი კოჭის ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს
ლუკა დონჩიჩი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ბრწყინვალე სეზონს მართავს. ახალგაზრდა სლოვენიელი შეხვედრაში საშუალოდ 29.3 ქულას, 9.6 მოხსნასა და 8.9 პასს აგროვებს.
„მაიამისთან“ ოვერტაიმში წაგებულ მატჩში დონჩიჩმა კოჭი ამოიტრიალა და მოედნის დატოვება მოუხდა. ლუკას აღნიშნულ მატჩში, ბუნებვრივია, მონაწილეობა აღარ მიუღია. „ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ტიმ მაკმაჰონი იუწყება, რომ სლოვენიელის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ის მოედანს რამდენიმე კვირაში დაუბრუნდება.
Luka Doncic might be able to return within a couple of weeks after suffering a moderate right ankle sprain last night, sources told ESPN. Doncic likely misses upcoming stretch vs. East power (Bucks, Celtics, 76ers and Raptors this week), but Mavs feel they dodged a bullet.
— Tim MacMahon (@espn_macmahon) 15 December 2019