ლუკა დონჩიჩი კარიერას „ლეიკერსის“ შემადგენლობაში გააგრძელებს #1TVSPORT
ცნობილმა საკალათბურთო ინსაიდერმა, შემს ჩარანიამ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მსხვილი სამმაგი გაცვლის შესახებ გამოაცხადა. გარიგებაში მონაწილეობას იღებენ „დალასი“, „ლეიკერსი“ და „იუტა“.
გაცვლის დეტალები ასეთია;
„ლეიკერსი“ მიიღებს: გამთამაშებელ ლუკა დონჩიჩს, ფორვარდებს მაქსი კლებერსა და მარკიფ მორისს;
„დალასი“ მიიღებს: ცენტრ ენტონი დევისს, მცველს მაქს კრისტის და 2029 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევანის უფლებას.
„იუტა“ მიიღებს: მცველ ჯეილენ ჰუდ-შიფინოს და 2025 წლის დრაფტში მეორე რაუნდში არჩევანის ორ უფლებას.