ლუკა დონჩიჩი ბრუნდება
ლუკა დონჩიჩმა ტრავმის გამო უკვე შვიდი შეხვედრა გამოტოვა. სლოვენიელის დაბრუნება მიმდინარე კვირას იგეგემება. „დალასის“ მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაელი იმედოვნებს, რომ ლუკა 13 თებერვალს საკრამენტოსთან მატჩში დაბრუნდება. ეს იქნება „მავერიკსის“ ბოლო შეხვედრა ყველა ვარსკვლავის მატჩამდე, რომელიც წელს ჩიკაგოში შედგება.
მოსალოდნელია, რომ დონჩიჩი პარასკევს ამომავალი ვარსკვლავების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, შემდგომ კი ყველა ვარსკვლავის მატჩშიც ითამაშებს.
ლუკა დონჩიჩი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ფენომენალურ სეზონს ატარებს. ახალგაზრდა სლოვენიელი ტრავმის მიღებამდე მატჩში საშუალოდ 28.8 ქულას, 9.5 მოხსნასა და 8.7 პასს აგროვებდა.
Rick Carlisle on Luka Doncic: “The hope is he plays on Wednesday. It’ll depend on how he feels, how he responds to [increased basketball activities]. But all in all, he’s doing well.”
— Tim MacMahon (@espn_macmahon) February 11, 2020