ლუკა დონჩიჩი ბელგრადის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს #1TVSPORT
ლუკა დონჩიჩი ბელგრადის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს #1TVSPORT

„დალას მავერიქსის“ ლიდერი ლუკა დონჩიჩი სრულად დაფარავს ბელგრადის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა დაკრძალვის ხარჯებს.

3 მაისს, დილით, ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში სროლისას ცხრა ადამიანი დაიღუპა. სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მოკლულია რვა ბავშვი და ერთ მცველი. ეჭვმიტანილია 14 წლის მოსწავლე, რომელიც პოლიციამ დააკავა.

დონჩიჩი ასევე გაიღებს ხარჯებს მოსწავლეთა ფსიქოლოგიური დახმარებისთვის.

„განადგურებული ვარ უდანაშაულო მოსწავლეების დაღუპვით. საკუთარი ფონდის მეშვეობით განვიხილავ დაუყოვნებლივი და გრძელვადიანი დახმარების შესაძლებლობებს, რათა გვერდში დავუდგე მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს“, – განაცხადა დონჩიჩმა.

სერბეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.