ლუკა დონჩიჩი - არ მომწონს, როდესაც ჯორდანს მადარებენ (ვიდეო)
ლუკა დონჩიჩი - არ მომწონს, როდესაც ჯორდანს მადარებენ (ვიდეო)

ლუკა დონჩიჩი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მეორე სეზონს ატარებს. როდესაც ახალგაზრდა სლოვენიელი პლანეტის ყველაზე ძლიერ ლიგაში მოდიოდა, მას ბევრი სკეპტიკურადაც უყურებდა. თუმცა სლოვენიელმა მცირე დროში დაამტკიცა, რომ ის უკვე ჩამოყალიბდა ლიგის ერთერთ გამორჩეულ მოთამაშედ. კვირას დონჩიჩმა 27 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა დააგროვა. ეს ლუკასთვის ზედიზედ მე-19 თამაში იყო, სადაც ის მინიმუმ 20 ქულას, 5 მოხსნასა და 5 პასს აგროვებს. ამ შედეგით ახალგაზრდა კალათბურთელმა არც მეტი არც ნაკლები მაიკლ ჯორდანის მიერ ნაჩვენები შედეგი გაიმეორა. „საკრამენტოსთან” 106-110 წაგებული მატჩის შემდეგ დონჩიჩმა ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთაა.

„მე ვფიქრობ, რომ სტატისტიკური მონაცემებით დასკვნების გამოტანა მართებული არ არის. მაიკლ ჯორდანთან რომელიმე კალათბურთელის შედარება არ შეიძლება. ის ერთადერთია“.