ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ წყვილთა შორის ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ წყვილთა შორის ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეორე დღეს, ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ ლოზანაში წყვილთა შორის ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ქართველმა მოციგურავეებმა მოკლე პროგრამაში გამოსვლა რვა მონაწილეს შორის 59.14 ქულით დაასრულეს და მესამე ადგილზე გავიდნენ.

დღეს, პირველად ყინულზე მიხაილ კაიგოროდცევისა და იულია ლებედევა-ბითაძის წყვილი გავიდა.
12 მონაწილეს შორის კაიგოროდცევი/ლებედევა-ბითაძის წყვილმა 47.20 ქულა დაიმსახურა, რაც 11-ე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი.

ალინა ურუშაძემ კი მოკლე პროგრამაში 63.10 ქულა მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა. ამგვარად, ურუშაძემ პრიზიორებში მოხვედრის შანსი მაინც შეინარჩუნა და მის გამოყენებას 13 იანვარს თავისუფალ პროგრამაში შეეცდება.