ლუკ შოუ – პოგბას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი გახდეს

19:16, 14.05.2020
MANCHESTER, ENGLAND - AUGUST 10:   Luke Shaw of Manchester United celebrates scoring a goal to make the score 2-0  with Paul Pogba during the Premier League match between Manchester United and Leicester City at Old Trafford on August 10, 2018 in Manchester, United Kingdom. (Photo by Matthew Peters/Man Utd via Getty Images)

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა ლუკ შოუმ თავის თანაგუნდელ პოლ პოგბას შესახებ გამოთქვა მოსაზრება და აღნიშნა, რომ ფრანგის წინააღმდეგ თამაში ვარჯიშებზე ძალიან რთულია.

„ყველაზე რთული მისთის ბურთის წართმევაა. ძალიან დიდი და ძლიერია, თან სწრაფი ფეხები აქვს. სიმართლე გითხრათ, მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი გახდეს. ნებისმიერი ამას გეტყვით. პოგბამ ყველაზე კარგად იცის ბურთის დაჭერა, ყველაზე კარგად იძლევა პასებს და ყველაზე კარგად ურტყამს კარში“, – აღნიშნა შოუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 2019-20 წლების სეზონში პოგბამ პრემიერლიგაში შვიდი მატჩი ჩაატარა, ინგლისის თასზე კი ერთი. მის აქტივში ორი საგოლე გადაცემაა.

მსგავსი