ლუკ შოუ - მოურინიომ მანჩესტერისთვის ძალიან ბევრი გააკეთა
ლუკ შოუ - მოურინიომ მანჩესტერისთვის ძალიან ბევრი გააკეთა

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების მცველი ლუკ შოუ გულშემატკივრებს ჟოზე მოურინიოს მიმართ მეტი პატივისცემისკენ მოუწოდებს.

პორტუგალიელის წასვლის შემდეგ, გუნდში დროებით მწვრთნელად ოლე გუნარ სოლსკიაერი დანიშნეს, რომლის ხელმძღვანელობითაც მანჩესტერელებმა პირველივე მატჩი შთამბეჭდავად ჩაატარეს და „კარდიფ სიტი“ სტუმრად 5-1 დაამარცხეს.

მიუხედავად ამისა, შოუს თქმით, გულშემატკივრებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მოურინიოს მწვრთნელობისას გუნდმა ინგლისის ლიგის თასი, ევროპა ლიგა და „კომიუნიტი შილდი“ მოიგო.

„სასიამოვნო არასდროს არის, როდესაც კლუბში ასეთი რამ ხდება, მაგრამ ჩვენ, როგორც ფეხბურთელებმა და გუნდმა მეტი პატივისცემა უბდა გამოვიჩინოთ. ხალხს მალე დაავიწყდა, რომ ჟოზემ სამი ჯილდო მოიგო იუნაიტედში. მან ბევრი გააკეთა“, – აცხადებს ლუკ შოუ.