ლუკ როქჰოლდის აზრით, ხაბიბის დამარცხება ერთადერთი გზით არის შესაძლებელი
ლუკ როქჰოლდის აზრით, ხაბიბის დამარცხება ერთადერთი გზით არის შესაძლებელი

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ლუკ როქჰოლდი უკვე დიდი ხანია ხაბიბ ნურმაგომედოვის სპარინგ პარტნიორია. როქჰოლდი თვლის, რომ დაღესტნელი ყველა მისი მოწინააღმდეგესთვის ნამდვილ ღამის კოშმარს წარმოადგენს. მისი აზრით, ნურმაგომედოვი ასეთივე წარმატებით ნახევრად საშუალო წონით დივიზიონშიც იასპარეზებდა.

„პრობლემა იმაშია, რომ ხაბიბის ყველა მოწინააღმდეგეს უბრალოდ წარმოდგენაც კი არ აქვს თუ რამხელა ფიზიკურ ძალასთან აქვს საქმე. მე ძალიან ბევრ უმაღლესი დონის მებრძოლთან მქონია შეხება და ჩამიტარებია მათთან ვარჯიშები, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არც ერთი მათგანი ახლოსაც ვერ არის ხაბიბთან.

რამ შეიძლება ხელი შეუშალოს ხაბიბის წარმატებას და გამარჯვებებს? თუ ვინმეს სურს ხაბიბი დაამარცხოს ოქტაგონზე ეს აუცილებლად ბრძოლის დასაწყისშივე უნდა ქნას. იმიტომ რომ რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ბრძოლა, უფრო გაიზრდება ხაბიბის უპირატესობაც.“ – განაცხადა ლუკ როქჰოლდმა „საბმიშენ რადიო“-სთვის (Submission radio) მიცემულ ინტერვიუში.