ლუიშ ფიგუმ „ოქროს ბურთის“ ფავორიტები დაასახელა – მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გავლენას არ იქონიებს #1TVSPORT

14:43, 27.06.2025
MUNICH, GERMANY – MAY 30: Luis Figo of Figo FC poses for a photo after receiving the Playstation Player of the Match award at the end of the Legends match ahead of the UEFA Champions League Final 2025 between Paris Saint-Germain and FC Internazionale Milano on May 30, 2025 in Munich, Germany. (Photo by Pau Barrena – UEFA/UEFA via Getty Images)

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ 2025 წლის „ოქროს ბურთის“ პოტენციური მფლობელი დაასახელა.

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა რამდენიმე ფეხბურთელი გამოყო, რომლებიც პრესტიჟულ პრიზზე აცხადებენ პრეტენზიას.

„არ მგონია, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი რაიმე გავლენას იქონიებს „ოქროს ბურთზე“. ჩემი აზრით, სამი მთავარი პრეტენდენტია: ვიტინია, ლამინ იამალი და უსმან დემბელე.

ვიტინიას მოგების კარგი შანსი აქვს, მაგრამ აქ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ ადამიანებზე, რომლებიც ხმას აძლევენ“, – მოჰყავს ფიგუს სიტყვები ესპანურ გაზეთ AS-ს.

მსგავსი