ლუიშ ფიგუმ „ბარსელონადან“ „რეალში“ გადასვლის მიზეზი ახსნა
ლუიშ ფიგუმ „ბარსელონადან“ „რეალში“ გადასვლის მიზეზი ახსნა

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ კატალონიური გრანდიდან „სამეფო კლუბში“ გადასვლის მიზეზზე ისაუბრა. ფიგუმ სკანდალური გადაწყვეტილების მოტივი 20 წლის შემდეგ ახსნა:

„ეს ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილება იყო, – მოჰყავს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სიტყვები „მარკას“, – დავტოვე ქალაქი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მომცა. თუმცა, სწორედ იმ დროს მივიღე შემოთავაზება სხვა კლუბისგან, როცა ვგრძნობდი, რომ „ბარსელონაში“ ჩემს შრომას არ აღიარებდნენ. ამ გარემოებამ მაიძულა, რომ დავფიქრებულიყავი.

ყველა დიდი კლუბი ერთმანეთს ჰგავს. მათი მთავარი განმასხვავებელი, მხოლოდ ადამიანები არიან. „რეალს“ ახალი პრეზიდენტი ჰყავდა, როცა მადრიდში გადავედი. პირველ ეტაპზე თავს უცხოდ ვგრძნობდი, მაგრამ იმ ადამიანების დახმარებით, რომლებიც ახალ გუნდში დამხვდნენ, ადაპტაცია მალე გავიარე და კლუბის სრულფასოვანი წევრი გავხდი“.

ლუიშ ფიგუ კატალონიიდან „ბარსელონას“ დაუძინებელი მტრის გუნდში 2000 წელს გადავიდა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „რეალთან“ ერთად 2003 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.