ლუის სუარესს სუპერკლასიკოს გამოტოვება ემუქრება
ლუის სუარესს სუპერკლასიკოს გამოტოვება ემუქრება

„ბარსელონას“ ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი გაურკვეველი ვადით გამოვიდა მწყობრიდან. ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
უკვე დადასტურებულია, რომ სუარესი მონაწილეობას ვერ მიიღებს ურუგვაის ნაკრების უახლოეს შეხვედრებში. გარდა ამისა, არსებობს დიდი შანსი, რომ 31 წლის ფორვარდი სანაკრებო პაუზის შემდეგ, “ბარსელონას” ვერ დაეხმარება “რეალის” წინააღმდეგ სუპერკლასიკოში.

ამ სეზონში პრიმერაში ჩატარებულ რვა მატჩში სუარესს სამი გოლი და სამი საგოლე პასი დაუგროვდა.