ლუის სუარესს ლუის სუარესი შეცვლის
ლუის სუარესს ლუის სუარესი შეცვლის

„ბარსელონა“ ტრავმირებული ლუის სუარესის შემცვლელს ეძებს და როგორც ესპანური მედია იუწყება, დროებით მას სხვა ლუის სუარესი ჩაანაცვლებს.

კატალონიური კლუბის თავდამსხმელმა სერიოზული ტრავმა მიიღო და მოედანზე ოთხი თვის განმავლობაში ვერ გამოვა.

As-ის ინფორმაციით, კატალონიელებმა სხვა ლუის სუარესს დაადგეს თვალი, რომელიც სეგუნდა დივიზიონში ასპარზობს და „სარაგოსას“ ფეხბურთელია.

ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, თუმცა, შესაძლოა გამონაკლისის სახით „ბარსელონას“ საშუალება მისცენ, რომ სარაგოსელი სუარესი იჯარით დაიმატოს.

„ბარსელონას“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, უსმან დემბელეც ტრავმირებულია და თამაშს ხუთი თვით გამოეთიშა.