ლუის სუარესს კორონავირუსი დაუდასტურდა
ლუის სუარესს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა ლუის სუარესმა დადებითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე, – წერს ურუგვაის ფეხბურთის ფედერაცია.

ფეხბურთელს განმეორებითი ტესტირება ელოდება და დადებითი შედეგის შემთხვევაში, სუარესს რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის გამოტოვება ემუქრება. კერძოდ, ფორვარდი ვერ ითამაშებს 18 ნოემბერს, ბრაზილიის წინააღმდეგ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში. ასევე სუარესი არ იქნება ლა ლიგას მე-10 ტურის შეხვედრაში „ბარსელონას“ წინააღმდეგ. ეს შეხვედრა 21 ნოემბერს გაიმართება. ამის შემდეგ, „ატლეტიკოს“ ელოდება ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი მოსკოვის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ.