ლუის სუარესს კარიერაში დისკვალიფიკაციის გამო უფრო მეტი მატჩი აქვს გამოტოვებული, ვიდრე ტრავმის გამო #1TVSPORT
„ინტერ მაიამის“ ურუგვაელმა ფორვარდმა, ლუის სუარესმა თავის კარიერაში უფრო მეტი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ვიდრე ტრავმის გამო. ამის შესახებ დაწერა ურუგვაულმა გამოცემამ, El Observador-მა.
მას შემდეგ, რაც MLS-მა ფორვარდი ლიგის თასის ფინალის შემდეგ „სიეტლ საუნდერსის“ თანამშრომლისთვის შეფურთხების გამო სამი მატჩით დასაჯა, დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვებული მატჩების რაოდენობამ 70-ს მიაღწია. ტრავმების გამო კი სუარესს კარიერაში 62 მატჩი აქვს გამოტოვებული.
ყველაზე ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ლუის სუარესს მეტოქე ფეხბურთელების კბენისთვის ჰქონდა. ურუგვაელისგან დაზარალდნენ „ეინდჰოვენის“ ფორვარდი ოტმან ბაკალი, „ჩელსის“ მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი და იტალიის ნაკრების მცველი ჯორჯო კიელინი.