ლუის სუარესმა ურუგვაის ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა #1TVSPORT
ლუის სუარესმა ურუგვაის ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა #1TVSPORT

„ინტერ მაიამის“ 39 წლის ფორვარდმა, ლუის სუარესმა არ გამორიცხა ურუგვაის ნაკრებში დაბრუნება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის. ფეხბურთელმა, რომელმაც საერთაშორისო კარიერა 2024 წლის სექტემბერში დაასრულა, გამოთქვა ეროვნული გუნდისთვის დახმარების მზადყოფნა, თუ ამის საჭიროება წარმოიშვება.

„არასოდეს ვიტყვი უარს ეროვნული ნაკრების დახმარებაზე, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის წინ. თავის დროზე ახალ თაობას დავუთმე ადგილი. მე ვთქვი ის, რაც არ უნდა მეთქვა და უკვე მოვიხადე ბოდიში“, – მოჰყავს სუარესის სიტყვები გამოცემა Mundo Deportivo-ს.

ჯგუფურ ეტაპზე ურუგვაის ნაკრები ესპანეთს, კაბო ვერდესა და საუდის არაბეთს შეხვდება.

სუარესი 69 გოლით თავისი ქვეყნის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად რჩება.