ლუის სუარესმა შეიძლება კარიერა ბრაზილიაში გააგრძელოს 1TVSPORT
ლუის სუარესმა შეიძლება კარიერა ბრაზილიაში გააგრძელოს 1TVSPORT

ბრაზილიური „კორინთიანსი“ დაინტერესებულია მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდის ლუის სუარესის გადაბირებით, – წერს ბრაზილიური გამოცემა UOL Esporte.

„კორინთიანსი“ იმედოვნებს, რომ ურუგვაელ ფეხბურთელს აპრილამდე შეიძენს დაბალ ფასად. სუარესის კონტრაქტი ესპანურ კლუბთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, მოლაპარაკებები ახალ ხელშეკრულებაზე კი არც კი დაწყებულა.

ამ სეზონში 34 წლის სუარესმა 24 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რვა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.