ლუის სუარესმა ფორლანის გამოსათხოვარ მატჩში მეკარედ ითამაშა (ვიდეო)

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლუის სუარესმა მონაწილეობა მიიღო ურუგვაელი ფორვარდის დიეგო ფორლანის გამოსათხოვარ მატჩში.

მეორე ნახევარში სუარესმა მეკარის პოზიციაზე მოსინჯა ძალები: ფორვარდმა რამდენიმე ბურთი მოიგერია და ერთი გოლი გაუშვა.

შეხვედრა ორი 35-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა. მოედანზე ბევრი ყოფილი და მოქმედი ვარსკვლავი იყო: ლუის სურაესი, ხავიერ ძანეტი, ხუან რომან რიკელმე, ხუან სებასტიან ვერონი, სებასტიან აბრეუ.

მატჩი მონტევიდეოში „სენტენარიოს“ სტადიონზე გაიმართა და ფრედ 6:6 დასრულდა.