ლუის სუარესის განცხადებით, მესის საფრანგეთთან ადაპტაცია უჭირს #1TVSPORT
ლუის სუარესის განცხადებით, მესის საფრანგეთთან ადაპტაცია უჭირს #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა ლუის სუარესმა ილაპარაკა საფრანგეთში ადაპტაციის მხრივ „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ლიონელ მესის სირთულეებზე.

„მასთან ყოველდღე ვლაპარაკობ, მაგრამ ვცდილობთ არ შევეხოთ იმ თემას, რა გველოდება მომავალში. ვსაუბრობთ თამაშებზე, ოჯახზე.

მესიმ ერთხელ მითხრა, რომ ძალიან უჭირს ასეთ სიცივეში თამაში. საფრანგეთში თოვლია, სიცივე, ამას უნდა შეეჩვიოს“, – განაცხადა სუარესმა Onze mondial-თან კომენტარში.