ლუის სუარესი - ვხედავ, როგორ მიდის საქმეები „ბარსელონაში“, ეს მამშვიდებს
ლუის სუარესი - ვხედავ, როგორ მიდის საქმეები „ბარსელონაში“, ეს მამშვიდებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა ლუის სუარესმა აზრი გამოთქვა გასული წლის ზაფხულში „ბარსელონადან“ წასვლის შესახებ.

„ჩემთვის ძალიან მძიმე იყო „ბარსელონას“ დატოვება. კუმანმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემზე აქცენტს არ გააკეთებდა. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ვუთხარი მათ, რომ მოქმედი კონტრაქტი მქონდა და კლუბს ამისთვის რაღაც უნდა მოეხერხებინა.

მათ შემომთავაზეს, რომ არ გამოვჩენილიყავი წინასასეზონო შეკრებაზე. მე ამაზე უარი განვაცხადე. მკაფიოდ ჩემთვის არავის არაფერი აუხსნია. ვერ შევძელი პრეზიდენტ ბარტომეუსთან შეხვედრა. ეს ჩემმა ადვოკატმა გააკეთა.

ახლა ვხედავ, როგორ მიდის საქმეები „ბარსელონაში“ და ამის გამო, ოდნავ მშვიდად ვარ.

შემეძლო დავრჩენილიყავი და მეთქვა: „მე კონტრაქტი მაქვს, ვრჩები აქ“. მაგრამ ვიცოდი, რომ თუ დავრჩებოდი, შეტევის ობიექტი გავხდებოდი. სიამაყის გრძნობის გამო, სიახლეები მჭირდებოდა“, – განაცხადა სუარესმა.