ლუის სუარესი სამ-ოთხ კვირას გამოტოვებს
ლუის სუარესი სამ-ოთხ კვირას გამოტოვებს

ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ტრავმა მიიღო „ბარსელონას“ ფორვარდმა ლუის სუარესმა. 32 წლის ურუგვაელი „ბილბაოსთან“ გასვლით მატჩში პირველ ტაიმში, დაზიანების გამო შეცვალეს.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ სუარესს მარჯვენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული. კლუბს არაფერი უთქვამს აღდგენის ვადების შესახებ, თუმცა, გაზეთ „მარკას“ (Marca) ინფორმაციით, ფორვარდი სამ-ოთხ კვირას გამოტოვებს.

„ბარსელონამ“ დათმო პირველი ტურის მატჩი „ბილბაოში“, ანგარიშით 0:1. ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე არიც ადურისმა გაიტანა.