ლუის სუარესი - საჭიროა თავდამსხმელი, რომელიც „ბარსელონაში“ შემცვლის
ლუის სუარესი - საჭიროა თავდამსხმელი, რომელიც „ბარსელონაში“ შემცვლის

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი მიიჩნევს, რომ კატალონიურმა კლუბმა ახალი, ძლიერი თავდამსხმელის შეძენაზე უნდა იზრუნოს.

სუარესის აზრით ასეთი ფეხბურთელი ლაუტარო მარტინესია, რომელიც „ინტერში“ თამაშობს.

„მე ადრეც ვთქვი, რომ კარგი იქნება ახალი თავდამსხმელი გავიფორმოთ, – ციტირებს Rac1 სუარესის სიტყვებს. – საჭიროა ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც მზად არის, ისწავლოს, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ის კარგად მომზადებული უნდა იყოს, როცა მე კლუბს დავტოვებ.

მარტინესი თავისუფლად შეიძლება ასეთ ფეხბურთელად იქცეს, იმის გათვალისწინებით ლაუტარო „ინტერისა“ და არგენტინის ნაკრების მოთამაშეა. ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და მაღალ დონეზე თამაშობს.“