ლუის სუარესი - მესის არყოფნა ჩვენთვის გასამართლებელი საბუთი არა არის
ლუის სუარესი - მესის არყოფნა ჩვენთვის გასამართლებელი საბუთი არა არის

ბარსელონას ურუგვაელმა შემტევმა ლუის სუარესმა სევილიასთან ესპანეთის თასზე მარცხის შემდეგ (0:2), კომენტარი გააკეთა.

„ბარსა დიდი გუნდია, ჩვენ საკუთარ მოედანზე ორბურთიანი ჩამორჩენის ამოქაჩვა შეგვიძლია. იყო სხვა შეხვედრებიც, სადაც მესი არ თამაშობდა, თუმცა შედეგს მივაღწიეთ, ასე რომ მისი არ ყოფნა გასამართლებელი საბუთი არ უნდა იყოს. პირველი ტაიმი თანაბარი იყო და უფრო მეტი სახიფათო მომენტიც ჩვენ შევქმენით. სევილიას შანსები მეორე ნახევარში ჰქონდა და გამოიყენა კიდეც. თასი მნიშვნელოვანი ტურნირია, თუმცა ლა ლიგაში ქულების მოპოვება ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანაა. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზეც უნდა ვიფიქროთ“, – განუცხადა სუარესმა ესპანელ ჟურნალისტებს.