ლუის სუარესი კოპა ამერიკაზე თამაშს აპირებს
ლუის სუარესი კოპა ამერიკაზე თამაშს აპირებს

ლუის სუარესმა განაცხადა, რომ აუცილებლად დაეხმარება ურუგვაის ნაკრებს კოპა ამერიკაზე.

„ბარსელონას“ ექიმების განცხადებით, 32 წლის ფორვარდს სრული რეაბილიტაციისთვის ოთხიდან ექვს კვირამდე დასჭირდება. „კოპაზე“ პირველი მატჩი კი ურუგვაის ნაკრებს დაახლოებით 16 ივნისს, ეკვადორთან უწევს.

სუარესმა ესპანეთის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. მან ფეხის ტრავმა მაისის დასაწყისში მიიღო.

კოპა ამერიკა ბრაზილიაში 14 ივნისიდან აიღებს სტარტს.